03 ივლისი 2026,   11:47
ვრცლად
თვის დასაწყისიდან უკრაინის ჯარმა ოკუპანტებისგან 2000 კმ-ის ტერიტორია გაწმინდა - ვოლოდიმირ ზელენსკი

"არა რუსული გაზაფხული, არამედ ფანტასტიკური უკრაინული შემოდგომა" - სექტემბერი უკრაინის თავდაცვის ძალებისთვის შედეგიანად დაიწყო - ომის მე-200-ე დღეს არაერთი ინფორმაცია ვრცელდება წარმატებული კონტრშეტევების და სულ უფრო მეტი გათავისუფლებული ტერიტორიის შესახებ.

უკრაინის პრეზიდენტი იუწყება, რომ თვის დასაწყისიდან უკრაინის დამცველებმა ოკუპანტებისგან დაახლოებით 2 000 კილომეტრის ტერიტორია გაწმინდეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილებში რუსული ჯარის ნაწილებს ალყაში აქცევენ საიდანაც, რუსი სამხედროები გაქცევას ცდილობენ. ამავე ცნობებით, კონტრშეტევის ფონზე ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის "ხელმძღვანელი" დენის პუშილინიც გაიქცა.

"დონეცკის რეგიონში, ლიმანი ჩვენი დროშის აღმართვას ელოდება და ეს გარდაუვალია, უკრაინელები ყოველთვის დაბრუნდებიან. ჩვენ ამის დემონსტრირებას ვახერხებთ. დონეცკის მთლიანი რეგიონი გათავისუფლდება და იქნება უსაფრთხო და ბედნიერი. ჩვენი ჯარისკაცები ფრონიტის სხვადასხვა მიმართულებით მოძრაობას აგრძელებენ. სექტემბრის დასაწყისიდან, აქტიური საბრძოლო ოპერაციების შედეგად ჩვენი ტერიტორიის დაახლოებით 2 000 კილომეტრი უკვე გათავისუფლებულია. ამ დღეების განმავლობაში რუსი ჯარისკაცები აკეთებენ ყველაზე კარგ რამეს, რისი კეთებაც მათ შეუძლია - ისინი გვაჩვენებენ ზურგს. გაქცევა - მათთვის ეს ცუდი არჩევანი არ არის. უკრაინაში ოკუპანტების ადგილი არ არის და არასდროს იქნება,"- აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

დღის ამბები