03 ივლისი 2026,   18:42
ვრცლად
გაზის იარაღად გამოყენება არ შეცვლის ევროკავშირის სიმტკიცეს - "გაზპრომის" გადაწყვეტილებას ევროპელი ლიდერები ეხმაურებიან

"გაზპრომის" გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც რუსეთი "ჩრდილოეთის ნაკადი 1"-ის მეშვეობით ევროპაში გაზის ექსპორტს განუსაზღვრელი ვადით წყვეტს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი გამოეხმაურა.

როგორც შარლ მიშელი წერს, "გაზპრომის" ნაბიჯი გასაკვირი არ არის.

"გაზის იარაღად გამოყენება არ შეცვლის ევროკავშირის სიმტკიცეს. ჩვენ დავაჩქარებთ ჩვენს გზას ენერგეტიკული დამოუკიდებლობისკენ. ჩვენი მოვალეობაა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები და მხარი დავუჭიროთ უკრაინის თავისუფლებას," - წერს შარლ მიშელი.

"გაზპრომის" გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ევროკომისიის წარმომადგენელი ერიკ მამერიც​. მან განცხადება "ტვიტერის" გვერდზე გაავრცელა, სადაც წერს, რომ "გაზპრომი" კიდევ ერთხელ აჩერებს გაზის მიწოდებას "ჩრდილოეთის ნაკადის" გავლით მცდარი საბაბით და ეს კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ ის არასანდო მომწოდებელია.

"ეს ასევე დასტურია რუსეთის ცინიზმისა, რადგან მას ურჩევნია გაზის დაწვა, კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების შესრულების ნაცვლად," - წერს ერიკ მამერი.

დღის ამბები