03 ივლისი 2026,   21:20
ვრცლად
გაერო ჩინეთს ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევაში ადანაშაულებს

გაერო ჩინეთს ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევაში ადანაშაულებს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ნაპოვნია წამების ისეთი სანდრო მტკიცებულებები, რომლებიც "კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს" უტოლდება.

საუბარია მუსლიმი უიღურებისა და სხვა ეთნიკური უმცირესობების შესახებ მომზადებულ ანგარიშზე, რომლის გამოქვეყნებაც ოფიციალურ პეკინს არ სურდა. ჩინეთს უმცირესობების უფლებების დარღვევასა და უკანონო დაკავებების სისტემის დამკვიდრებაში ადანაშაულებენ. ანგარიშში საუბარია, რომ პატიმრები გახდნენ არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი, რაც მოიცავდა სექსუალური და გენდერული ძალადობის ინციდენტებს.

გაერო-ს რეკომენდაციაა, რომ ჩინეთმა დაუყოვნებლივ გადადგას ნაბიჯები ამ პირების გასათავისუფლებლად.

დღის ამბები