აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის ადვოკატები იუსტიციის დეპარტამენტის ბრალდებას პასუხობენ. მათი მტკიცებით, ეროვნული არქივისთვის მოსალოდნელი უნდა ყოფილიყო, რომ დონალდ ტრამპის მიერ გადაცემულ დოკუმენტებით სავსე 15 ყუთში გასაიდუმლოებული ინფორმაცია ინახებოდა, რადგან ისინი საპრეზიდენტო ჩანაწერები იყო.
ტრამპის უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული მიზეზით გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ ჩატარებული ჩხრეკა, უპრეცედენტო და იურიდიულად დაუსაბუთებელი იყო.