ესპანეთში ძლიერ სეტყვას წლინახევრის ბავშვი ემსხვერპლა. კატალონიის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, სეტყვის ზოგიერთი ბურთის დიამეტრი 10 სმ იყო. 50-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. მათ სხვადახვა სიმძიმის დაზიანებები მიიღეს.
ძლიერი სეტყვა და ქარიშხალი კატალონიაში, ჟირონას რეგიონში 10 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. სეტყვამ გაანადგურა სახურავები, დააზიანა ელექტრო სადენები და ჩაამსხვრია ფანჯრები.