14 სექტემბერი 2026,   17:42
ვრცლად
ბრიტანული დაზვერვის ცნობით, რუსეთი თავისი ძალების მნიშვნელოვან ნაწილს დონბასის ჩრდილოეთ სექტორიდან უკრაინის სამხრეთით გადაიყვანს

უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. ხარკივში ოკუპანტებმა ავტობუსის გაჩერებაზე ცეცხლი გახსნეს. წინასწარი მონაცემებით, თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი დაიჭრა. ოლქის გუბერნატორის განცხადებით, რუსულმა ძალებმა გამთენიისას ხარკივის საცხოვრებელი უბანიც დაბომბეს. დაშავებულია სულ მცირე 2 ადამიანი.

ღამით რუსმა სამხედროებმა დნეპროპეტროვსკის ოლქში ნიკოპოლისა და კრივორიცკის ტერიტორიებზე განახორციელეს თავდასხმა. შედეგად დაშავდა ორი ქალი.

ღამით კვლავ დაიბომბა მიკოლაევი, აფეთქებების ხმა ქალაქის სხვადასხვა რაიონში ისმოდა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში დონეცკის ოლქში თავდასხმებს 3 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, 16 დაშავდა.

ბრიტანულ დაზვერვაზე დაყრდნობით, უკრაინული მედია წერს, რომ რუსეთის ფედერაციამ დონბასში შეტევითი ოპერაციის გეგმების შეცვლა გადაწყვიტა და სამხრეთში ჯგუფის გაძლიერების აუცილებლობა იგრძნო. აღსანიშნავია, რომ მედიის ცნობით, დღეს პირველმა მარცვლეულით დატვირთულმა გემმა ოდესის პორტი დატოვა.

დღის ამბები