29 იანვარი 2023,   17:07
ვრცლად
მაიმუნის ყვავილის საფრთხე - ქართულმა ჯანდაცვამ ინფექციის წინააღმდეგ მობილიზაცია გამოაცხადა 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება მაიმუნის ყვავილის სწრაფ გავრცელებას საგანგებო მდგომარეობის სტატუსი მიენიჭოს. ორგანიზაციის წარმომადგენელმა დღეს განმარტება ჟურნალისტებთან თბილისში გააკეთა. სილვიო დომენდეს განცხადებით, მეცნიერებისთვის ჯერ კიდევ გაურკვეველია ვირუსის გადადების გზები. ინფექცია უკვე ვრცელდება ისეთ რეგიონებშიც, სადაც დღემდე დაფიქსირებული არ იყო. ჯანდაცვის ექსპერტი ამბობს, რომ ეს ფაქტორები გახდა საერთშორისო განგაშის გამოცხადების საფუძველი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე, ვირუსებზე საზედამხედველო ფუნქცია საქართველოშიც გაძლიერდა. მაიმუნის ყვავილის გავრცელებისთანავე, დაავადებთა კონტროლის ცენტრმა კლინიკებს გაფრთხილება მისცა, თავად კი ლაბორატორიული სიმძლავრეების მობილიზება დაიწყო.

ჯანდაცვის სამინისტროს პირველი პირები მაიმუნის ყვავილის გავრცელების სტატისტიკას ასაჯაროებენ. თამარ გაბუნიას ინფორმაციით, საქართველო მსოფლიოს იმ ქვეყნების ჩამონათვალში მოხვდა, სადაც ბოლო ერთი თვეა ვირუსის საეჭვო ფაქტები თუ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები არ გამოვლენილა. მინისტრის პირველი მოადგილე ჯანდაცვის სისტემის საგანგებოდ მომზადების აუცილებლობას ვერ ხედავს.

მაიმუნის ყვავილის გავრცელების საფრთხეებზე ინფექციონისტები საუბრობენ. ამბობენ, რომ პრევენციის მიზნით ქვეყნები პანდემიის საწინააღმდეგო ღონიძიებების გატარებისთვის მზად უნდა იყვნენ.

მაიმუნის ყვავილის ეპიდემია უკვე 75 ქვეყანაშია გავრცელებული და ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 16 ათასზე მეტია. საწყის ეტაპზე - ვირუსი მხოლოდ 7 ქვეყანაში იყო, ინფიცირებულთა რაოდენობა კი 30.

 

დღის ამბები