27 იანვარი 2023,   21:15
ვრცლად
ქართულ კომპანიებს, ევროპის 27 ქვეყანაში, შესყიდვებით დაინტერესებული საჯარო უწყებებისთვის პროდუქციის მიწოდების შესაძლობლობა ექნებათ - ლევან დავითაშვილი

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა. სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ევროკავშირის მიერ გამოცემულ დადგენილებაზე ისაუბრა, რომელიც ქართულ კომპანიებს საშუალებას აძლევს თანაბარ პირობებში, 27 ქვეყანაში პროდუქტი გაიტანონ.

"ქართველ შემსყიდველებს, ქართველ კომპანიებს ვუჩენთ შესაძლებლობას, რომ თანაბარ პირობებში, ევროპულ კომპანიებთან ერთად, ევროპის 27 ქვეყანაში მოახერხონ პროდუქციის მიწოდება იმ საჯარო უწყებებისთვის, რომლებიც საჯარო შესყიდვებით არიან დაინტერესებული. ვფიქრობ, ქართული ბიზნესისთვის ეს ახალი სტიმული იქნება. ამავე დროს, ეს მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია ზოგადად, საქართველოს ევროპულ ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაციის კუთხით",- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

დღის ამბები