04 თებერვალი 2023,   06:11
ვრცლად
ცოლ - შვილის მიმართ ძალადობაში ბრალდებული ბერის საქმეზე "რუსთავი 2-მა" ექსკლუზიური დეტალები გაარკვია

"რუსთავი 2-მა" დღეს ცოლ-შვილის მიმართ ძალადობაში ბრალდებული ბერის საქმეზე ექსკლუზიური დეტალები გაარკვია.

"კურიერმა" მოიპოვა საქმეში არსებული კადრები, სადაც ნათლად ჩანს აგრესიულ მდგომარეობაში მყოფი გერასიმე კვარაცხელია, რომელსაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლები აკავებენ.

დღევანდელ სასამართლო სხდომა ბერ-მონაზონის მოთხოვნით დაიხურა, მისმა ადვოკატმა კი განაცხადა, რომ გერმანე კვარაცხელია სინანულსა და მდუმარებაში იმყოფება.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სასულიერო პირი ოჯახურ ძალადობაში ამხილეს.  გერასიმე კვარაცხელია წარსულში ანალოგიური ბრალდებით, ერთხელ უკვე ნასამართლევია. იმ შემთხვევაში, თუკი მას ბრალი დაუმტკიცდება, ბერ-მონაზონს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

დღის ამბები