28 მარტი 2023,   12:41
ვრცლად
"როდესაც კონკრეტულ საქმეზე მოსამართლეს კითხვებს უსვამ და ეუბნები რატომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, ეს უკვე აშკარა ჩარევის ნიშნებს შეიცავს" - ზაზა ხარებავა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრები ზაზა ხარებავა, შოთა ქადაგიძე და ლევან გზირიშვილი განცხადებას ავრცელებენ.

ზაზა ხარებავა "კურიერთან" საუბრისას კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას იმაზე, თუ რა მიზეზით გადაწყვიტა იუსტიციის უმაღლესი საბჭო სამმა ყოფილმა წევრმა საერთო განცხადების გაკეთება გაავრცელა. მათი განცხადებით, უკვირთ თუ რატომ არ რეაგირებს უფრო აქტიურად იუსტიციის უმაღლესი საბჭო ლაშა ჩხიკვაძესთან დაკავშირებით.

"ასეთი შემთხვევები, სიმართლე გითხრათ, ადრე არც გაგვიგონია, იმიტომ, რომ კომუნიკაცია არის მხოლოდ ამ სასწავლო პროგრამებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა ვიზიტებთან დაკავშირებით და სხვადასხვა სამართლებლივი მიმართულებით მხოლოდ ეს ფაქტი, რაც ახლა მოხდა და მოსამართლემ გააჟღერა - ეს უკვე ყოველგვარ ზღვარს სცილდება, წარმოუდგენელია, როდესაც კონკრეტულ საქმეზე, კონკრეტულ მოსამართლეს კითხვებს უსვამ და ეუბნები რატომ მიიღო, საიდან მიიღო ასეთი გადაწყვეტილება და ეს უკვე აშკარა ჩარევის ნიშნებს შეიცავს. მაშინ, როდესაც რამოდენიმე დღეა ამის ირგვლივ ვისმენთ ტელევიზიიდან, თვითონ მოსამართლეც აკეთებს გაცხადებას და არც სასამართლო სისტემის მხრიდან, არც საბჭოს მხრიდან რაიმე კონკრეტული რეაგირება ამასთან დაკავშირებით არ დაგვინახავს, არც განცხადება გავრცელებულა. სწორედ ამან გამოიწვია ჩვენი აღშფოთება," - ამბობს ხარებავა.

დღის ამბები