14 ივნისი 2026,   23:40
ვრცლად
ფონიჭალაში შვილმა დედა მძიმედ დაჭრა და ერთი პირი მოკლა

მკვლელობა მოხდა ფონიჭალაში - “რუსთავი2“-ის ინფორმაციით, შვილმა სავარაუდოდ დედას დანით მძიმე ჭრილობები მიაყენა და  მასთან ერთად მყოფი ერთი ადამიანი მოკლა. დაჭრილი ქალი სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა.

ადგილობრივების ინფორმაციით, დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. 

მკვლელობის მოტივზე ოჯახის წევრებს საუბარი არ შეუძლიათ. 22 წლის მამაკაცი ძებნილია, მის კვალზე უკვე გასულია შინაგან საქმეთა სამინისტრო. 

დღის ამბები