14 ივნისი 2026,   23:39
ვრცლად
საბერძნეთში 34 წლის ქართველი დააკავეს - ის სალონიკში მდებარე აფთიაქში შეიჭრა, ფარმაცევტს თანხა წაართვა და მიიმალა

კიდევ ერთი ქართველი დააკავეს საბერძნეთში. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბრალდებული 34 წლის მამაკაცია. ის სალონიკში მდებარე ერთ-ერთ აფთიაქში შეიჭრა, ფარმაცევტს თანხა წაართვა და მიიმალა.

პოლიციამ ეჭვმიტანილი მალევე დააკავა. საგამოძიებო მასალებიდან ირკვევა, რომ მამაკაცს ანალოგიური დანაშული არაერთხელ აქვს ჩადენილი.

ოფიციალური ინფორმაციით, ბოლო 8 თვის განმავლობაში ის მიმდებარე ტერიტორიაზე სამ სხვადასხვა მაღაზიაშიც შეიჭრა, საიდანაც ფული და პროდუქტები მოიპარა.

დღის ამბები