28 მარტი 2023,   11:56
ვრცლად
ბულინგის, შეურაცხყოფისა და მუქარითვის მარნეულის მერიის თანამშრომელმა სამირა ბაირამოვას წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

ბულინგის, შეურაცხყოფისა და მუქარითვის მარნეულის მერიის თანამშრომელმა სამირა ბაირამოვასა და 10 - მდე პირის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. ირმა ზარქუა სამოქალაქო აქტივისტს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ შესაბამისი მტკიცებულებებიც აქვს.

ბრალდებას სამირა ბაირამოვამ უპასუხა. იგი ირმა ზარქუას პირადი ტრაგედიის გავრცელებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ამისთვის მას სამართლებრივად მოუწევს პასუხისგება.

შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება მხარეებს შორის 2 ივლისს მარნეულის ბაზარში მოხდა, როდესაც სამოქალაქო მოძრაობის "შინ ევროპისკენ" წარმომადგენლები მოსახლეობას ხვდებოდნენ და აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებდნენ.

დღის ამბები