01 დეკემბერი 2022,   17:51
ვრცლად
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები "აია არენაზე" არგენტინის ნაკრებთან დამარცხდა

ზაფხულის სერიის პირველ მატჩში, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ქუთაისში, "აია არენაზე" არგენტინა 15-ს დაუპირისპირდა და 24-30 დამარცხდა. პირველი ტაიმი ქართველმა მორაგბეებმა 14:6 მოიგეს, თუმცა მეორე ნახევარში უპირატესობა ვეღარ შეინარჩუნეს და სამწუხაროდ 6 ქულით წააგეს.

მომდევნო საქართველოს ნაკრები უკვე ბათუმის ახალ სტადიონზე 10 ივლისს იტალიის წინააღმდეგ გამართავს. თამაში 20 საათზე დაიწყება.

დღის ამბები