15 ივნისი 2026,   01:07
ვრცლად
"კურიერის" ინფორმაციით, 11 წლის ბიჭის გაუპატიურების მცდელობის ფაქტზე დაკავებული პირი დანაშაულს აღიარებს

შიდა ქართლში 11 წლის ბიჭის  მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების სავარაუდო ფაქტის გამო 60 წლამდე მამაკაცია დაკავებული. "კურიერის" ინფორმაციით, დაკავებული მამაკაცი დანაშაულს აღიარებს და ბრალის ოფიციალურად წარდგენას ელოდება.

შესაძლო დანაშაულის შესახებ პოლიციას დედამ შეატყობინა. განცხადების დაწერიდან რამდენიმე საათში სამართალდამცველებმა მოზარდის თანასოფლელი დააკავეს. სავარაუდო ფაქტი, დაახლოებით, ერთი წლის წინ მოხდა, თუმცა მოზარდმა დედას ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ გაუმხილა.

საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე ინტენსიურად გრძელდება, გამოძიება მიმდინარეობს არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გაუპატიურების მცდელობის ფაქტზე.

დღის ამბები