დაკავებული არასრულწლოვნისთვის ბრალი ჯრ არ წაუყენებიათ, - ამის შესახებ "კურიერთან" ადვოკატი აცხადებს. დაკავებულის ინტერესების დამცველი უკვე იმყოფებოდა წინასწარი მოთავსების იზოლატორში, სადაც მოზარდს შეხვდა. პოლიციამ არასრულწლოვანი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დააკავა.
გამოძიების ინფორმაციით, მან ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა მეცხრე კლასელ მოზარდს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ამ წუთებში, გამოკითხვები მიმდინარეობს პოლიციის მთავარ სამმართველოში.
"არასრულწლოვანი, რომელიც დაკავებულია, მეათე კლასის მოსწავლეა, საკმარისი ინფორმაცია და საფუძველი მისი დაკავების არ არსებობს. ეს ბავშვი არის უდანაშაულო და უახლოეს მომავალში, ამ გაუგებრობას გავარკვევთ. ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ მისი უდანაშაულობა დადასტურდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაზარალებული მალე გამოჯანმრთელდეს",-აცხადებს დაკავებულის ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი.
15 წლის მოზარდი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. მას დაზიანებები გულმკერდისა და მუცლის არეში აქვს მიყენებული.