30 ივნისი 2022,   02:32
ვრცლად
ცირკის არენა ამჯერად არა მასხარებსა და გაწვრთნილ ცხოველებს, არამედ მსახიობებს დაეთმობა

ცირკის არენა ამჯერად არა მასხარებსა და გაწვრთნილ ცხოველებს, არამედ მსახიობებს დაეთმობა - თბილისის ცირკის მოედანზე დონ ჟუანსა და კომანდორს შორის ხვალ, მთავარი ორთაბრძოლა გაიმართება. თეატრი ხვლიკი მოლიერის კლასიკას მხოლოდ ერთხელ ითამაშებს. მიზეზი სპექტაკლის მხატვრული გადაწყვეტაა, თავისუფლებისთვის ბრძოლაში ორი მთავარი გმირიდან, მხოლოდ ერთი უნდა გადარჩეს.

ცირკის არენა რეჟისორმა სპეციალურად შეარჩია. პიესის მთავარ გმირ დონ ჟუანს სურს, რომ მთავარი მომთვინიერებელი გახდეს, თუმცა საბოლოო ჯამში, ისტორიული პერსონაჟი საზოგადოებრივი აზრის მსხვერპლი ხდება. დონ ჟუანს სპექტაკლის ბოლო სცენაში, მამა სჯის.

დღის ამბები