29 სექტემბერი 2026,   07:48
ვრცლად
"ომიკრონის" ქვეტიპი BA.2 რეკორდული სისწრაფით ვრცელდება - ოპტიმიზმი, რომ პანდემია დასრულდა, ნაადრევი აღმოჩნდა

ევროპა, ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთი - მსოფლიო "ომიკრონის" ახალ ვარიანტს ებრძვის. ბოლო 24 საათში გერმანიაში ვირუსი 200 ათასზე მეტ ადამიანს დაუდგინდა.

BA.2 უკვე თითქმის მთელს მსოფლიოში დომინანტურია. "ომიკრონის" ქვეტიპი საწყისი ფორმისგან 30%-ით უფრო გადამდებია და რამდენიმე მუტაციის წარმოქმნა შეუძლია. ამ დროის სამეცნიერო კვლევებით და სტატისტიკით BA.2​-ით ჰოსპიტალიზაციისა და ლეტალობის ალბათობის მაჩვენებელი მინიმალურია. ჯერ უცნობია მოქმედებს, თუ არა ახალ ვარიანტზე "ომიკრონის" იმუნიტეტი.

ამერიკაში მოსახლეობას "ფაიზერითა" და "მოდერნათი" მეოთხედ აცრიან. ბუსტერის დოზა კი 12 წელს ზემოთ დაიშვება.

დღის ამბები