15 ივნისი 2026,   17:07
ვრცლად
გაურკვევლობაშია თვითონაც, რაში სდებენ ბრალს - ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებისთვის დაკავებულ ირაკლი დანგაძის ადვოკატი

თბილისი, ქუთაისი, ბორჯომი, რუსთავი - მაშტაბური სპეცოპერაცია და 4 დაკავებული. ყველას ქურდულ სამყაროსთან კავშირებს ედავებიან.

გამოძიების ინფორმაციით, წარსულში ნასამართლევი პირები ბორჯომსა და ქუთაისში ადგილობრივ ბიზნესმენებს არეკეტებდნენ და მათ ფულის გადახდას აიძულებდნენ.

დაკავებულები ამ ეტაპზე დროებითი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან. 

ერთ-ერთი დაკავებული, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის, ირაკლი დანგაძის ადვოკატის, ნინო შავგულიძის ინფორმაციით, დაკავებული დანგაძე გაურკვევლობაშია და არ იცის, რაში სდებს მას გამოძიება ბრალს. 

"რამდენიმე წუთის წინ გვქონდა შეხვედრა. უარი განაცხადა რაიმე პოზიციის დაფიქსირებაზე იქამდე, სანამ საქმის მასალებს დეტალურად არ გავეცნობით. ჯერ არაფერი არ გადმოუციათ, გაურკვევლობაშია თვითონაც, რაში დებენ ბრალს და მეც მიკვირს. თუმცა საქმის მასალებს როცა დეტალურად გავეცნობი, შემდეგ შემიძლია პროგნოზი გავაკეთო, ამ ეტაპზე ვერაფერს ვერ  გეტყვით,“ - აცხადებს ნინო შავგულიძე.

შეგახსენებთ, რომ შსს-მ  ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ირაკლი დანგაძე ქუათაისელ ბიზნესმენს, მუქარით 15 000 დოლარის და მანქანის გადაცემას სთხოვს. 

დღის ამბები