17 იანვარი 2022,   02:27
ვრცლად
კორონავირუსით კიდევ ერთი ორსული გარდაიცვალა – ექიმებმა ბავშვის გადარჩენა შეძლეს

კორონავირუსით გურჯაანში, კიდევ ერთი ორსული გარდაიცვალა. გარდაცვლილი გურჯაანის სამების ტაძრის სტიქაროსნის მეუღლეა. ინფორმაციას "პრაიმტაიმი" ავრცელებს.

35 წლამდე ასაკის მაკა ქაჩლიშვილს, ექიმებმა საკეისრო კვეთა ჩაუტარეს. ოპერაციის შედეგად, ახალშობილი გადარჩა, მშობიარე ქალი კი დაიღუპა. "კოვიდ- 19-ით" ორსულის გარდაცვალების, ეს უკვე მეორე შემთხვევაა გურჯაანში, როგორც ცნობილია, არცერთი ვაქცინირებული არ იყო. 

კორონავირუსით საქართველოში უკვე 19 ორსული გარდაიცვალა.

დღის ამბები