27 ნოემბერი 2021,   12:12
ვრცლად
დმანისის მუნიციპალიტეტს 2022 წლის ბიუჯეტი დღეს დაუმტკიცდა

დმანისის მუნიციპალიტეტს 2022 წლის ბიუჯეტი დღეს დაუმტკიცდა. მოქმედი საკრებულოს გადაწყვეტილებით, დაფინანსება 3 მილიონი ლარით გაიზარდა.

განახლებულ ბიუჯეტში გათვლილია, როგორც სოციალური პროექტები, ისე ინფრასტრუქტურული, ასევე ხელფასების 45%-იანი მატება.

ბიუჯეტის განხილვას სხდომაზე არ ესწრებოდა ოპოზიციონერი თავმჯდომარე. კანონპროექტს კი მხარი 18-მა დეპუტატმა დაუჭირა, მათ შორის, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა.

დმანისის მუნიციპალიტეტის მერის, კობა მურადაშვილის თქმით, ახალი, გაზრდილი ბიუჯეტი დაუმტკიცეს ერთხმად საკრებულოს სხდომაზე. 

"ახალი, გაზრდილი ბიუჯეტი დავუმტკიცეთ ჩემი რაიონის მაცხოვრებლებს. საკრებულოს სხდომას ესწრებოდნენ, როგორც ჩვენი პარტიის წევრები, ასევე, ოპოზიციური პარტიის წევრები და ყველამ ერთხმად, მათ შორის, ოპოზიციური პარტიის წევრებმა მხარი დაგვიჭირეს,"- ამბობს კობა მურადაშვილი. 

მეცხრამეტე დეპუტატი იყო "ნაციონალური მოძრაობიდან", რომელმაც სხდომა მალევე დატოვა.

დმანისის მუნიციპალიტეტის მოქმედი საკრებულოს წევრი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან", ლევან მოსეშვილის განცხადებით, "გაურკვეველმა ჯგუფებმა დაადგინეს დღის წესრიგი და სრულიად უკანონოდ მიიღეს 2022 წლის ბიუჯეტი": 

"გაურკვეველმა ჯგუფებმა დაადგინეს დღის წესრიგი, საკრებულოს სხდომაზე წარმოადგინეს 2022 წლის ბიუჯეტი და სრულიად უკანონოდ, ბიუროს გვერდის ავლით, რადგან ბიუროს მოწვევის უფლება მხოლოდ, საკრებულოს აქვს, სრულიად უკანონოდ მიიღეს 2022 წლის ბიუჯეტი, "-  განაცხადა ლევან მოსეშვილმა.  

დღის ამბები