15 ოქტომბერი 2026,   03:27
ვრცლად
საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს გაცნობის მიზნით, საქართველოში ვიზიტად მყოფი ფრანგი ბიზნესმენები შეხვედრებს მართავენ 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ირაკლი ქარსელაძე და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საფრანგეთის ბიზნესწრეების წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომლებიც საქართველოში, საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩოს მოწვევით იმყოფებიან.

საფრანგეთის უმსხვილესი ბიზნესგაერთიანების წარმომადგენელთა ვიზიტის მიზანია, ქვეყნის საინვესტიციო და ბიზნესგარემოს გაცნობა, რათა კიდევ უფრო გაიზარდოს ფრანგი ბიზნესმენების მონაწილეობა, საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში.

სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" გამართულ შეხვედრაზე მინისტრებმა სტუმრებს ინფორმაცია მიაწოდეს, ქვეყანაში არსებული მაკროეკონომიკური ვითარებისა და ეკონომიკური აღდგენის თაობაზე, ყურადღება გამახვილდა იმ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც საქართველოს მთავრობის მიერ დონორთა მხარდაჭერით მიმდინარეობს.

ფრანგული მხრიდან გამოითქვა მაღალი დაინტერესებალ საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით ისეთი მიმართულებით როგორიცაა: ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, ინოვაციები.

დღის ამბები