09 დეკემბერი 2021,   02:20
ვრცლად
ახალი გზა ქუთაისიდან აბასთუმნის მიმართულებით - მგზავრობის დრო საათ-ნახევრით მცირდება 

ახალი გზა ქუთაისიდან აბასთუმნის მიმართულებით - 71 კმ-მდე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

პროექტის დასრულების შემდეგ, ქუთაისის აეროპორტიდან აბასთუმნამდე მგზავრობის დრო საათ-ნახევრით შემცირდება და მგზავრობას 4 საათის ნაცვლად ორ საათ-ნახევარი დასჭირდება.

მთლიანობაში ბაღდათი-აბასთუმნის გზის დასრულება დაგეგმილია ეტაპობრივად 2023- 2024 წლისთვის. 

"გზა, რომელიც აკავშირებს იმერეთს და სამცხე-ჯავახეთს. გზა, რომელიც შესაძლებელს გახდის, უკვე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან აბასთუმნამდე სულ რაღაც 2 საათ-ნახევარში იყო უსაფრთხო გზით, რომელიც სრულად აკმაყოფილებს სტანდარტს. თავის მხრივ, ითვალისწინებს როგორც კურორტი აბასთუმნის შემოვლით გზას, ასევე რეალურად, ახალი სიცოცხლე იქნება კურორტი საირმესთვის," - ამბობს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ირაკლი ქარსელაძე.

 

 

დღის ამბები