04 დეკემბერი 2021,   15:36
ვრცლად
ჩინეთი ეპიდაფეთქების მოლოდინში, ქვეყანაში 3 წლის ბავშვების აცრა იწყება

ჩინეთი ეპიდაფეთქების მოლოდინშია. ქვეყანა უკვე 3 წლის ბავშვების აცრას იწყებს. არ არის გამორიცხული, რომ იგივე გააკეთოს შეერთებულმა შტატებმაც.

არანაკლებ რთულია ვითარება დანარჩენ მსოფლიოში. მხოლოდ რუსეთში ბოლო 24 საათში ათასი ადამიანი გარდაიცვალა. საერთო ჯამში კი კორონავირუსმა მთელ მსოფლიოში უკვე 5 მილიონი ადამიანი შეიწირა.

ევროპაში ახალი შტამის გავრცელებამ, მსოფლიოს დიდი ნაწილი იძულებული გახადა პრევენციული ზომებისთვის მიემართა. მათ შორისაა ამერიკის შეერთებული შტატები, სადაც ახალი შტამით გამოწვეული მღელვარების გამო ჯანდაცვის ექსპერტები 5-დან 11 წლამდე ბავშვების აცრის მნიშვნელობაზე ალაპარაკდნენ. ბავშვებისთვის გათვლილი ვაქცინაცია ნოემბრის დასაწყისიდან იქნება შესაძლებელი.

დღის ამბები