09 დეკემბერი 2021,   01:23
ვრცლად
ქართულ-სომხური დაჯგუფების წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაცია საფრანგეთში - ამჯერად რა კრიმინალურ საქმეებში ფიგურირებენ ქართველები

საფრანგეთის ჟანდარმერიის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გაშიფრული და გამოვლენილია ქართულ-სომხური დანაშაულებრივი ქსელი - პოლიციამ მასშტაბური ჩხრეკები ქალაქ ამიენში, 61 ადგილას ჩაატარა, ხელბორკილები დაადეს დანაშაულებრივი დაჯგუფების 37 წევრს, რომელთაგან უმრავლესობა საქართველოს და სომხეთის მოქალაქეები არიან.

კონტრაბანდული სიგარეტი, მოპარული მანქანები, ნაძარცვი ძვირფასეულობა და დიდი ოდენობით თანხა – ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ამ მტკიცებულებებს საფრანგეთის პროკურატურა სასამართლოში წარსადგენად ამზადებს.

ვინ ხელმძღვანელობს საფრანგეთში ქართულ ორგანიზებულ დაჯგუფებას? გამოძიება ვინაობებს არ ასახელებს, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, რუსულენოვანი მაფიის სახელით ცნობილ დაჯგუფებას კავშირი აქვს მარსელის ციხეში მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდ კახა შუშანაშვილთან. ინფორმაციას უსაფუძვლოს უწოდებს შუშანაშვილის ქართველი ადვოკატი.

მიმდინარე წელს ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საფრანგეთში ქართული მაფიის წევრები დააპატიმრეს. რამდენიმე თვის წინ ასევე ფრანგმა სამართალდამცველებმა ინტერპოლთან ერთად ჩატარებული ჩხრეკისას ამოიღეს 300 000 ევრო და ე.წ. ობშიაკის აღრიცხვის რვეული წარწერით - "ქურდებისთვის - ღმერთმა დაგლოცოთ".

დღის ამბები