09 დეკემბერი 2021,   02:58
ვრცლად
ხელს შევუწყობთ საქართველოს თავსებადობას NATO-სთან და გავაგრძელეთ ინსტიტუციური რეფორმების მხარდაჭერას თავდაცვის სექტორში - ლოიდ ოსტინი

ახალი ფაზა აშშ-სა და საქართველოს შორის უსაფრთხოების ორმხრივ თანამშრომლობაში - ასე შეაფასა ლოიდ ოსტინმა ამერიკის თავდაცვისა და საქართველოს თავდაცვის უწყებებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება

აღსანიშნავია, რომ საქართველოს თავდაცვისა და შეკავების ინიციატივა ორი ქვეყნის სამხედრო თანამშრომლობისთვის ცენტრალური იქნება.

როგორც ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა აღნიშნა, აშშ ხელს შეუწყობს საქართველოს თავსებადობას NATO-სთან და გააგრძელებს ინსტიტუციური რეფორმების მხარდაჭერას თავდაცვის სექტორში.

"მადლობა ასეთი თბილი დახვედრისთვის თავდაცვის მდივნის რანგში ჩემი პირველი ვიზიტისას საქართველოში. მსურდა ჩამოვსულიყავი პირადად, რადგან აშშ დიდად აფასებს საქართველოს, როგორც მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორს, ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული ერთიანობის მიმართ უცვლელი და მტკიცეა.

უკვე 3 წელზე მეტია, რაც საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა ემსახურებოდა საფუძვლის შექმნას საქართველოს თავდაცვის უნარებისა და მზადყოფნის ხელშეწყობისთვის. პროგრამა დასრულდება ამ წლის ბოლოს.

დღეს მაქვს პატივი, საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ერთად გამოვაცხადო საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერების ინიციატივა, რომელიც იქნება ცენტრალური აშშ-სა და საქართველოს თავდაცვის ძალებს შორის თანამშრომლობისათვის. ეს აღნიშნავს მართლაც ამაღელვებელ ახალ ფაზას, ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოების ორმხრივ თანამშრომლობაში.

ჩვენ ნამდვილად გამოვიყენებთ ბაზად საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამას და გავაგრძელებთ ინსტიტუციური რეფორმების მხარდაჭერას საქართველოს თავდაცვის სექტორში. გავაძლიერებთ შესაძლებლობებს და უნარს, რომელიც აუცილებელია ეფექტიანი შეკავებისა და თავდაცვისათვის, ასევე, ხელს შევუწყობთ საქართველოს ურთიერთთავსებადობას NATO-სთან," - განაცხადა ლოიდ ოსტინმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები