04 დეკემბერი 2021,   14:59
ვრცლად
ვინ არის კამანის ქუჩაზე მოკლული ქალი, რომელიც ბათუმის ყოფილ ვიცემერს შვილის წართმევაში ადანაშაულებდა

თბილისში, კამანის ქუჩაზე მოკლული ახალგაზრდა ქალი ანასტასია შატალოვაა, რომელიც ბათუმის ყოფილ ვიცემერს, ზურაბ ბერიძეს შვილის წართმევაში ადანაშაულებდა.

ანასტასია შატალოვა აცხადებდა, რომ ბერიძემ ბავშვი მოტყუებით წაიყვანა და დედას აღარ აჩვენებდა.

როგორც შატალოვა სხვადასხვა ტელევიზიასთან და ინტერნეტგამოცემებთან ჰყვებოდა, ბერიძე მას ცოლად მოყვანას შეჰპირდა, თუმცა, ბავშვის გაჩენის შემდეგ ექსმაღალჩინოსანი პირველ მეუღლეს დაუბრუნდა, მას კი ახალშობილი წაართვა.

მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ამ საქმეზე ბათუმის ყოფილ ვიცემერს შემაკავებელი ორდერიც გამოუწერეს.

შეგახსენებთ, რომ მკვლელობა გასულ ღამით, კამანის ქუჩაზე მოხდა. შატალოვას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. "კურიერის" ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებული არ არის.

ამავე თემაზე
დღის ამბები