04 დეკემბერი 2021,   14:10
ვრცლად
"ნამცეცას და გულივერას თავგადასავალი" შავი იუმორით - კომედიური ჟანრის ახალი ფილმი უკვე კინოთეატრებშია

"ნამცეცას და გულივერას თავგადასავალი" შავი იუმორით - კომედიური ჟანრის ახალი ფილმი უკვე კინოთეატრებშია. ამ ფილმში ბევრი რამ უკუღმა ხდება, მაგალითად ნამცეცა დიდია და გულივერა პატარა. ასევე კომედია მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს, მათ შორის პანდემიასაც ეხმაურება.

ფილმი, რომლის გადაღებების დასრულებასაც შემოქმედებითი ჯგუფი უკვე ერთი წელია ელოდა, ახლა უკვე მაყურებელმა კინოთეატრ "ამირანში" იხილა. ფილმი ორი რეჟისორის შემოქმედებითი ხედვით შეიქმნა.

კომედიურ ჟანრში მონაწილეობენ შემდგარი, თუ დამწყები მსახიობები. ფილმში მაყურებელი ჯეისონ სტეთჰემის ქართველ ანალოგსაც შეხვდება. ფილმის მთავარი გმირები კი თავად ნამცეცა და გულივერა იქნებიან.

"ნამცეცას და გულივერას თავგადასავალის" პრემიერა დღეს შედგა. მაყურებელი კი კინოთეატრებში ახალ ფილმს ორშაბათიდან იხილავს.

დღის ამბები