04 დეკემბერი 2021,   15:07
ვრცლად
სუსის მაღალჩინოსანი არ გაუქურდავთ, გაქურდულია რეგიონული დანაყოფის ერთ-ერთი თანამშრომლის სახლი - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

28 სექტემბერს მარნეულში მომხდარი ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს. უწყების განმარტებით, გავრცელებული ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის სახლის გაქურდვის ფაქტზე სიმართლეს არ შეესაბამება.

"გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, 28 სექტემბერს მარნეულში მომხდარი ქურდობის ფაქტის შესახებ.

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის სახლი გაქურდეს სიმართლეს არ შეესაბამება. ასევე სრული სიცრუეა თითქოს ქურდობისას სახლიდან გაქრა სამსახურებრივი მეხსიერების ბარათი.  

გაქურდულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონალური დანაყოფის ერთ-ერთი თანამშრომლის ოჯახის კუთვნილი სახლი. საცხოვრებელი სახლიდან წაღებულია საოჯახო ნივთები.
ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო," - აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები