21 ოქტომბერი 2021,   09:52
ვრცლად
თიანეთში მწყემსი მოკლეს

თიანეთში 70 წლამდე მამაკაცი მოკლეს. ის ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანის მკვიდრი იყო. 

მოკლულს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ის თიანეთში მწყემსად მუშაობდა.

70 წლამდე კაცს სასიკვდილო ჭრილობები საკუთარმა თანასოფლელმა მიაყენა. ისინი თიანეთის მთებში მწყემსად ერთად მუშაობდა.

ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობას წინ დაპირისპირება უძღოდა. ადგილობრივების თქმით, მამაკაცი რომელმაც დანაშაული ჩაიდინა, ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს.

სავარაუდო დამნაშავე პოლიციამ უკვე დააკავა. 

დღის ამბები