19 ოქტომბერი 2021,   22:03
ვრცლად
"ნამახვანჰესი" აღარ აშენდება - წავა თუ არა თურქული ინვესტორი კომპანია "ენკა" საარბიტრაჟო სასამართლოში

საქართველოს ინვესტორი კომპანია ტოვებს - "ნამახვანჰესი" აღარ აშენდება. ENKA საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულებას წყვეტს.

ამის შესახებ თურქული კომპანია ENKA-ს მიერ სტამბოლის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებული განცხადებით გახდა ცნობილი.

ხელისუფლება აღიარებს, რომ ეს ცუდი სიგნალია ინვესტიციებისთვის, თუმცა იმედს იტოვებს, რომ ENKA -ს გადაწყვეტილება საბოლოო არ არის.

საუბარია 800 მილიონი დოლარის ინვესტიციაზე და 433 მეგავატი სიმძლავრის ორ ჰიდროელექტროსადგურზე, რომელსაც "მეორე ენგურსაც" უწოდებდნენ.

დღის ამბები