27 ნოემბერი 2021,   12:39
ვრცლად
ALMA-ს განცხადებით, ვაქცინაციისთვის ბილბორდებს უსასყიდლოდ თმობდა, NCDC-მა კი კამპანიის გაგრძელების სურვილი აღარ გამოხატა

სარეკლამო კომპანია "ალმა", რომელიც ბილბორდებზე რეკლამის განთავსებას სთავაზობს კომპანიებს, აცხადებს, რომ ვაქცინაციის კამპანიისთვის ბილბორდებს უსასყიდლოდ თმობდნენ. ორგანიზაცია განმარტავს, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრს აღარ დაუფიქსირებია კამპანიის გაგრძელების სურვილი, რის გამოც ბილბორდები ჩამოხსნეს.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, მიმდინარე წლის აპრილის თვეში, სარეკლამო კომპანია "ალმამ", ქვეყნის მასშტაბით უსასყიდლოდ გამოყო 40 გარე სარეკლამო მონიტორი და 14 სარეკლამო ბილბორდი, რითაც მაქსიმალურად შეუწყო ხელი საზოგადოების ვაქცინაციისკენ მოწოდების კამპანიის ეფექტიანად განხორციელებას. განცხადებაში წერია, რომ კომპანიის მიერ განხორციელებული აქცია პოზიტიური შეფასების ნაცვლად უსაფუძვლო თავდასხმების მიზეზი გახდა გახდა. საკითხს ცოტა ხნის წინ დედაქალაქის მერიც გამოეხმაურა

"არ ვიცნობ ამ ხელშეკრულების შინაარსს, არც თარიღები და ვადები ვიცი, შესაბამისად, ეს ერთმანეთში უნდა გაარკვიონ და დალაგდნენ. თუ მართლაც ისეა, რომ ხელშეკრულება ზალაში იყო და ბანერებს გადააკრეს სხვა ბანერები, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია და ამას უნდა მოჰყვეს შესაბამისი რეაგირება,"- აცხადებს თბილისის მერი.

დღის ამბები