21 ოქტომბერი 2021,   08:37
ვრცლად
საქართველო დუბაიში, ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს 

საქართველო დუბაიში, ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს. ამასთან დაკავშირებით, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ვიზიტით იმყოფება.

ნათია თურნავამ უკვე დაათვალიერა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ საერთაშორისო გამოფენა Expo Dubai 2020-ზე წარდგენილი საქართველოს პავილიონი და მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო.

Expo Dubai 2020 წელს, პანდემიის გამო გადაიდო. ღონისძიება მსოფლიო მასშტაბისაა და ქვეყნის წარმოჩენის მნიშვნელოვანი პლატფორმაა. ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი არაბ კოლეგას და მსხვილი ჰოლდინგების აღმასრულებელ დირექტორებს შეხვდება.

დღის ამბები