21 ოქტომბერი 2021,   05:59
ვრცლად
დაუბრუნდებიან, თუ არა მოსწავლეები სასწავლო ოთახებს - მოსალოდნელი მე-5 ტალღა​ და ეპიდვითარება საქართველოში

კორონავირუსით ინფიცირებულთა მაჩვენებელი ყოველდღიურად მცირდება, თუმცა, ამის მიუხედავად, გარდაცვლილთა სტატისტიკა კვლავ მაღალია. რთული მდგომარეობაა რეანიმაციულ განყოფილებებშიც, სადაც ასობით ინფიცირებული სიცოცხლისთვის იბრძვის.

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ვაქცინაციის კიდევ უფრო გააქტიურებასა და კოვიდ-რეგულაციების დაცვის აუცილებლობაზე საუბრობენ სპეციალისტები. იმისთვის, რომ მოსალოდნელი ვირუსის მე-5 ტალღა არ იყოს მძიმე, სასურველია დღის განმავლობაში 40 ათასი ადამიანი აიცრას.

სწორედ იმუნიზაციის მაღალ მაჩვენებელზე და ინფიცირებულთა რაოდენობის კლებაზე იქნება დამოკიდებული - დაუბრუნდებიან, თუ არა მოსწავლეები სასწავლო ოთახებს. ამირან გამყრელიძის თქმით, აჭარის რეგიონი შესაძლოა პირველი იყოს, სადაც სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება.

ახალი შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დედაქალაქის შემდეგ, იმერეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და კახეთში ფიქსირდება. 

დღის ამბები