26 სექტემბერი 2021,   17:56
ვრცლად
ზუგდიდში დაჭრილი მამაკაცი მართვით სუნთქვაზე იმყოფება

დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა, რომელსაც დღეს ზუგდიდში მამასთან ერთად ესროლეს მძიმეა.

მამა ადგილზევე დაიღუპა, შვილი კი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. 

ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი სულხან ორჟონია აცხადებს, რომ დაჭრილი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

"გადაყვანილია კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში. ჯერჯერობით მდგომარეობა არის მძიმე,"- აღნიშნა ექიმმა.

შსს - გამოძიება 108 და 109-ე მუხლით დაიწყო. ზუგდიდში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული უკვე დაკავებულია, მის სახლში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. დაკავებული 65 წლის მამაკაცია.

ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარ ფაქტს თვითმხილველებიც ჰყავს. გამოძიების ინფორმაციით, მოტივი ბიზნეს წილები გახდა. 

დღის ამბები