15 ოქტომბერი 2026,   03:22
ვრცლად
სალხინოს სკოლის თანამშრომელთა ნაწილი გაიფიცა - ისინი ხელფასზე 100 ლარის დამატებას მოითხოვენ

სალხინოს წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის თანამშრომელთა ნაწილი გაფიცულია. ისინი ხელფასების დაკლებას აპროტესტებენ და ანაზღაურების მომატებას მოითხოვენ.

"ვითხოვდით შესაძლებლობის მიხედვით ხელფასის მომატებას, სამწუხაროდ, ძალიან მინიმალური თანხა მოგვიმატეს, ამან კი ჩვენი პროტესტი გამოიწვია. მეუფემ შემოგვითვალა, რომ რამდენიმე დღეში შედგება დიალოგი და გაგვცემს პასუხებს. ამ გადაწყვეტილების გამო კი რამდენიმე თანამშრომელმა მუშაობის პროცესი აღადგინა,"- აცხადებს სკოლის თანამშრომელი. 

აღსანიშნავია, რომ სკოლის თანამშრომლები მხოლოდ 100 ლარის დამატებას მოითხოვდნენ. 

სატრაპეზოს თანამშრომლები მიტროპოლიტ სტეფანე კალაიჯიშვილთან შეხვედრა სურთ. ჭყონდიდის ეპარქიის მმართველი კი, რომელიც ამავდროულად სკოლას ხელმძღვანელობს, მედიასთან ამბობს, რომ ეს საკითხი ტელევიზიების საქმე არ არის.

დღის ამბები