15 ოქტომბერი 2026,   03:23
ვრცლად
ხმაური ზუგდიდში - ცენტრალურ ბაზარში 2 კონტრაქცია გაიმართა

ხმაური ზუგდიდში - ცენტრალური ბაზრის გარემოვაჭრეები მუშაობის უფლებას მოითხოვენ და ამბობენ, რომ მერიის ზედამხედველობის სამსახური დახლების გაშლის საშუალებას არ აძლევს. მათივე თქმით, მერია მხოლოდ მათ უკრძალავს გარევაჭრობას, რადგან ბაზრის პერიმეტრზე სხვა გარემოვაჭრეები ადგილზე რჩებიან.

მოვაჭრეებსა და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირების დროს ერთ-ერთი მოვაჭრე შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასწრაფო ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო.

პარალელურად, კონტრაქცია გამართეს ბაზრის შიდა მოვაჭრეებმაც, რომლებმაც გარევაჭრობს აკრძალვის მოთხოვნით გზა გადაკეტეს.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, ცენტრალური საავტომობილო გზა რამდენიმე წუთის განმავლობაში პარალიზებული იყო.

დღის ამბები