16 ოქტომბერი 2026,   23:32
ვრცლად
"გალიაში გამოკეტილი ბავშვები" - ნინოწმინდის პანსიონატში არსებულ მდგომარეობას ქუთაისში პერფორმანსით გამოეხმაურნენ

"გალიაში გამოკეტილი ბავშვები" - ნინოწმინდის პანსიონატში არსებულ მდგომარეობას ქუთაისში პერფორმანსით გამოეხმაურნენ. აქტივისტებმა გალიაში სიმბოლურად სათამაშოები მოათავსეს და პერფორმანსი ბავშვთა დაცვის დღეს მიუძღვნეს. მათი თქმით, ადრესატი მეუფე სპირიდონია, რომელიც საპატრიარქოსთან დაქვემდებარებულ პანსიონატში  სახალხო დამცველს არ უშვებს.

აქტივისტები მოითხოვენ, დაუყოვნებლივ მოხდეს სახალხო დამცველის წარმომადგენლების შესვლა პანსიონატში, დაიწყოს დიდი ზომის ბავშვთა პანსიონატების დახურვა, ასევე ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნება ან მათი ოჯახურ გარემოსთან მიახლოებულ ზრუნვის მცირე დაწესებულებებში გადაყვანა.

დღის ამბები