10 დეკემბერი 2023,   01:04
ვრცლად
პატიმრობა იყო უალტერნატივო გარემოება იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ გირაო არ სრულდებოდა ნიკა მელიას მხრიდან - ამირან გულუაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას გათავისუფლების გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღო. პატიმრობა 40 000 ლარიანი გირაოთი შეიცვალა, რომელიც წინასწარ იყო გადახდილი. თანხა ევროკავშირმა საიას გავლით ჩარიცხა. სხდომას არ ესწრებოდა თავად ბრალდებული.

გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის, ამირან გულუაშვილის განცხადებით, ნიკა მელიას პატიმრობა უალტერნატივო გარემოება იყო, ვინაიდან გირაოზე ნიკა მელია უარს აცხადებდა.

"მის მიმართ არსებობდა გარკვეული რისკები და სწორედ ამ რისკების აღმოსაფხვრელად აუცილებელი იყო აღკვეთის ღონისძიების გამოყენება. რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიების კონკრეტულ სახეს - პატიმრობას, ეს იყო, ფაქტობრივად, უალტერნატივო გარემოება იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიება, გირაო, არ სრულდებოდა მისი მხრიდან. ჩვენ მიერ შემოთავაზებულ წინადადებაში, ისევე როგორც იმ სამართლებრივ გზებში, რასაც ჩვენ ვთავაზობდით დაცვის მხარეს კანონშეუსაბამო არაფერი არ არის," - განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

დღის ამბები