13 ოქტომბერი 2026,   16:21
ვრცლად
ბაქოში გამართულ აქციებზე 37 ადამიანი დააკავეს - დემონსტრანტები სკოლებში ჰიჯაბის ტარების აკრძალვას აპროტესტებენ

ბაქოში გამართულ აქციებზე 37 ადამიანი დააკავეს. დემონსტრანტები სკოლებში ჰიჯაბის ტარების აკრძალვას აპროტესტებენ.

აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აქციის მონაწილეებმა დაწვეს ერთ-ერთი სკოლის დირექტორის მანქანა. ცდილობდნენ ხანძრის გაჩენას სასწავლო დაწესებულებაში.

პროტესტის ფონზე ქვეყანაში შეიზღუდა წვდომა სოციალურ ქსელებზე "ტიკტოკზე" და "ინსტაგრამზე". აზერბაიჯანის მთავრობის გადაწყვეტილებით, სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის რელიგიური სამოსის ტარება აიკრძალა.

დღის ამბები