21 ოქტომბერი 2026,   13:08
ვრცლად
"სახეზეა მწვავე ეკონომიკური კრიზისი, ბევრი გამოწვევაა" - პრემიერი ბიზნესმენებს ხვდება

პრემიერი ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრის მთავარი თემა ეკონომიკის სამინისტროს პროგრამაა - "100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს".

არსებული ინფორმაციით, პროგრამა, რომელიც რამდენიმე წელია მუშაობს, ფართოვდება.

"სახეზეა მწვავე ეკონომიკური კრიზისი, ბევრი გამოწვევაა და გვინდა ერთობლივად ამ პრობლემებს მივხედოთ,"- აცხადებს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე. 

"გამოწვევა რეალურად არის ლარის კურსი. გვაინტერესებს კონკრეტული ნაბიჯები, რაც შეიძლება მთავრობამ შემოგვთავაზოს ეროვნულ ბანკთან ერთად, რომ რაღაც დავასტაბილუროთ, რადგან ეს ურტყავს როგორც მოსახლეობას, ისე ბიზნესს და საბოლოოდ, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე ძალიან ცუდად აისახება,"- აცხადებს აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია "BDO საქართველოს" მმართველი პარტნიორი ზურაბ ლალაზაშვილი.

დღის ამბები