16 ივნისი 2026,   12:37
ვრცლად
მოტოციკლეტი გაუყიდია და ფულს სთხოვდა - "კურიერმა" ქუთაისში მომხდარი მკვლელობის დეტალები გაარკვია

ქუთაიში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული წინასწარ პატიმრობაშია. განზრახ მკვლელობისათვის 25 წლის მამაკაცია დაკავებული.

გამოძიების ინფორმაციით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევმა პირმა მასთან სტუმრად მყოფ მეგობარს ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

43 წლის მამაკაცი ორკვირიანი მკურნალობის შემდეგ სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს, მას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

"ამ ბიჭს, ვინც არის გარდაცვლილი, მოტოციკლეტი გაუყიდია და ფულს სთხოვდა. ეს მარტო რომ ცხოვრობდა, პატრონობდა ამას. მრგვალი ქლიბით დაუჭრია, ძალიან ეწვალნენ, მაგრამ ისეთი ჭრილობები ჭქონდა, ვერ გადაარჩინეს,"- უთხრა "კურიერს" ერთ-ერთმა მეზობელმა.

 

დღის ამბები