09 ოქტომბერი 2026,   20:48
ვრცლად
საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურემ ბრიგადის ტერიტორიაზე თვითმკვლელობის მიზნით გასროლა განახორციელა - თავდაცვის სამინისტრო

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 3 მარტს, მე-4 მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურემ, I კლასის რიგითმა ჯ.ძ.-მ განწესში მორიგეობის დროს თვითმკვლელობის მიზნით, თავისივე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განახორციელა.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურე დაუყონებლივ გადაიყვანეს საავადმყოფოში შესაბამისი სამედიცინო მომსახურების აღმოჩენის მიზნით, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
​
"მომხდართან დაკავშირებით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის მიერ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მომხდარი შემთხვევა სავარაუდოდ ოჯახურ პრობლემებს უკავშირდება. 
თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს აღნიშნული ტრაგიკული ფაქტის გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს,"- ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები