23 აპრილი 2021,   20:54
ვრცლად
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი გალში არსებულ ვითარებაზე ანგარიშს აქვეყნებს

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი გალში არსებულ ვითარებაზე ანგარიშს აქვეყნებს. კვლევაში საუბარია ახალგაზრდებისთვის უმაღლესი განათლების მიღების აუცილებლობაზე, ელექტრომომარაგებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, მძიმე კრიმინოგენური ვითარებაზე და ჯანდაცვის სერვისების დეფიციტზე.

დოკუმენტში წერია, რომ საქართველოს ხელისუფლებას ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობის საჭიროებებისადმი განსაკუთრებული ყურადღება მართებს.

აფხაზეთში ყველაზე ნაკლებად ეთნიკურ ქართველთა უფლებებია დაცული. უჩა ნანუაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლებამ დროულად გადადგას ეფექტიანი ნაბიჯები ოკუპაციით, კონფლიქტითა და პანდემიით შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული ვითარების შესამსუბუქებლად.

დღის ამბები