19 ოქტომბერი 2026,   09:30
ვრცლად
ჩაქვში უხვი ნალექის გამო მეწყრული პროცესები განვითარდა

უხვი ნალექის გამო მეწყრული პროცესები განვითარდა ჩაქვში - მიწის მასა შიდა სასოფლო გზაზე ჩამოწვა, რის გამოც გარკვეული დროით შეზღუდული იყო საავტომობილო მოძრაობა.

ამ დროისთვის ადგილზე მძიმე ტექნიკა მუშაობს. თოვლის გამო შეზღუდულია მოძრაობა სოფელ "ჩაქვისთავი"-ს მიმართულებითაც.

აჭარის საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ მიმართულებით რამდენიმე ერთეული მძიმე ტექნიკა მუშაობს. მეწყრული პროცესების შედეგად არავინ დაშავებულა.

დღის ამბები