19 ოქტომბერი 2026,   12:16
ვრცლად
კიევზე განხორციელებული სარაკეტო იერიშების ფონზე, ტრამპი ზელენსკის კვლავ აკრიტიკებს - ვაშინგტონის მიერ რუსეთისთვის სანქციების შემსუბუქება კიევში კაპიტულაციის მცდელობად აღიქმება

კიევზე ღამით მორიგი სარაკეტო იერიში განხორციელდა. დედაქალაქის მერის ინფორმაციით, დაზიანებულია ერთ-ერთი მეტროსადგური. რაკეტის ნამსხვრევები მოხვდა, ასევე, სოლომენსკის რაიონში მდებარე 25-სართულიან საცხოვრებელი სახლს. ოკუპანტების შეტევის შედეგად დაზიანებულია არასაცხოვრებელი ობიექტები კიევის სხვა რაიონებშიც.

შეგახსენებთ, რომ კიევი ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმას ობიექტი გუშინაც იყო. თავდასხმის შედეგად 21 წლის გოგონა დაიღუპა და 3 ადამიანი დაშავდა.

კიევზე იერიშების ფონზე, ტრამპი კიდევ ერთხელ მკაცრად აკრიტიკებს, ზელენსკის რუსულ ნავთობ-გადამამუშავებელ ქარხნებზე იერიშების გამო და აცხადებს, რომ მისი მხრიდან რუსულ ექსპორტზე სანქციების მოხსნის მიზანი საბოლოოდ მშვიდობის მიღწევაა.

ვოლოდიმირ ზელენსკი კი, ვაშინგტონის აღნიშნულ გადაწყვეტილებას უკრაინის კაპიტულაციაზე დასათანხმებლად გადადგმულ ნაბიჯად აღიქვამს.

დღის ამბები