16 ივნისი 2026,   20:17
ვრცლად
ძმის მკვლელობისთვის 21 წლის მამაკაცისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს

სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს სასამართლო 19 წლის ძმის მკვლელობაში ბრალდებულისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე.

ბრალდებულია 21 წლის მამაკაცი რომელმაც, სავარაუდოდ, ძმას ცივი იარაღით, მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. ახალგაზრდა საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.

ცნობილია, რომ ბრალდებული პოლიციას საკუთარი ნებით ჩაბარდა. ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ცივი იარაღი.

რა გახდა მკვლელობის მოტივი - არსებობს ვერსია, რომ შელაპარაკება ძმებს შორის ტელევიზორზე ხმის აწევას მოჰყვა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები