მკვლელობა მოხდა იყალთოში - მოკლულია თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, ექიმი ზურაბ საჩიშვილი. დაჭრილია კიდევ ერთი პირი, თელავის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი ლევან ბერძენაშვილი.
გავრცელებული ინფორმაციით, ზურაბ საჩიშვილს თელავის პოლიციის უფროსის მოადგილემ, ვანო ზანდარაშვილმა ესროლა. ამ ეტაპზე, დაპირისპირების მიზეზი უცნობია.
"კურიერის" გადამღები ჯგუფი შემთხვევის ადგილზე იმყოფება და დეტალებს მოგვიანებით მოგაწვდით.