18 იანვარი 2021,   08:02
ვრცლად
გორში ქალაქის ცენტრში ბინები კანალიზაციის წყლით იტბორება

გორში, ქალაქის ცენტრში ბინები კანალიზაციის წყლით იტბორება. ქართლის ქუჩის მაცხოვრებლები ჰყვებიან, რომ ქალაქის ძველთაძველ ქუჩაზე კანალიზაციის პრობლემა ადრეც იყო, მაგრამ ქუჩის რეაბილიტაციის შემდეგ, რა დროსაც მათი ერთადერთი მოთხოვნა მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგებისას არ გაითვალისწინეს, მდგომარეობა ბევრად დამძიმდა და მათ სარდაფებში წყალი უკვე მუდმივად დგას.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ მიუხედავად არაერთი მიმართვისას, მათ არავინ ეხმარება. ამ დრომდე მერია კომენტარს არ აკეთებს.

დღის ამბები