30 ნოემბერი 2020,   10:03
ვრცლად
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის რაიონის სოფელ ზარდიანთკარის მიმდებარედ ერთი პირი უკანონოდ დააკავა - სუსი

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ერთი პირი უკანონოდ დააკავა - განცხადებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

"მიმდინარე წლის 20 ნოემბერს, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიანთკარის მიმდებარედ არსებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე.

უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, მყისიერად გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმირებულ იქნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. მომხდარის შესახებ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს.

საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო დაკავების ფაქტები აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და უკიდურესად ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას," - აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები